ბრიტანელმა ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა ორი უნიკალური Maserati Fuoriserie Essentials წარადგინა. ცნობილმა სპორტსმენმა, რომელიც კარიერის დასრულების შემდეგ Inter Miami CF-ის მფლობელი, ასევე ბრენდ Maserati-ს ელჩიც გახდა, ამჯერად ძალებს დიზაინერის როლში ცდის. კოლექცია Fuoriserie DB Essentials ორ ექსკლუზიურ ავტომობილს – კუპე MC20-ს და კროსოვერ Grecale-ს მოიცავს.
სპორტქარისთვის ბექჰემმა ფერი Night Interaction Blue შეარჩია, ხოლო კროსოვერი მან Verde Royale-ის ფერში შეასრულა.
ორივე ავტომობილმა ყავისფერი სალონი მიიღო და იქვე განთავსდა აბრა, სადაც წერია რომ დიზაინზე დევიდ ბექჰემი მუშაობდა.