პროდიუსერი ნატო დუმბაძე იუბილარი გახლდათ. მან მთელი დღის განმავლობაში ახლობლებისგან უამრავი მილოცვა და საჩუქარი მიიღო. მას თამუნა ამონაშვილისა და რეზიკო არჩვაძის მელანიაც ესტუმრა, რომელიც ნატოს ნათლულია და ნათლიას საჩუქრები მიუტანა. ნატო დუმბაძემ უსაყვარლეს გოგონასთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„დღეს ნათლულებს შორის ყველაზე პატარა მელანია მესტუმრა ბევრი საჩუქრით…“
ნატო დუმბაძე თამუნა ამონაშვილსა და მის მეუღლესთან დიდი ხანია მეგობრობს.
