ორ ნაწილად გაყოფილი სახლი შუაში აუზითა და ერთსართულიანი საზაფხულო-სატრენაჟორო სახლით. თბილისში, კერძოდ დიღომში 12 მილიონ ლარად 8 ოთახიანი ვილა იყიდება.
კერძო სახლის ღირებულება უფრო ზუსტად 12 220 800 ლარს შეადგენს. ინფორმაცია 12 მილიონიანი ვილის შესახებ ვებგვერდზე SS.ge ვრცელდება.
უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განთავსებული განცხადებიდან ვიგებთ, რომ სახლის საერთო ფართობი 900 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი – 2000 კვ.მ.
„ექსკლუზიურად! გამოტანილია ვილა დიღომი 7-ში; სახლის საერთო ფართობი: 900მ2. აქედან საცხოვრებელი ორ სართულიანი სახლი 700მ2, სადაც პირველ სართულზე განთავსებულია: ცალკე სამზარეულო-სასადილო, ცალკე მისაღები, 1 კაბინეტი, 1 სველი წერტილი, 1 საძინებელი სველი წერტილით. მეორე სართულზე: 4 სტანდარტული ზომის საძინებელი 4 სველი წერტილით და 4 გარდერობის ოთახით. ასევე დიდი საძინებელი 80მ2, თავისი სველი წერტილით და გარდერობის ოთახით. ორი დიდი ვერანდა. სახლი იყოფა ორ ნაწილად, შუაში აუზით 13/6_ზე და ერთსართულიანი საზაფხულო-სატრენაჟორო სახლით 200მ2. გათბობა-კონდენცირებით. აბსოლუტურად გარემონტებული, უმაღლესი ხარისხის მასალით, მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით, საყოფაცხოვრებო ნივთებით“, – წერია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, ეზო გამწვანებულია, მოპირკეთებული, გალავნით, დაცვითა და სიგნალიზაციით.