ტელეწამყვანისა და მსახიობის, დუტა სხირტლაძის ქალიშვილი ნინი დაქორწინდა.
ცერემონია მცხეთასთან ახლოს, დუტასა და მისი მეუღლის, ხელოვან მარინა ნაცვლიშვილის აგარაკზე გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ქორწილის გაფორმებაც და დესერტებიც არასტანდარტული იყო. სოციალურ ქსელში მხიარული გართობის კადრები ვრცელდება.
ცნობისთვის, დუტა სხირტლაძეს და მარინა ნაცვლიშვილს ორი საერთო შვილი, ლუკა და ნინი სხირტლაძეები ჰყავთ, რომლებიც მშობლების მსგავსად ხელოვნების სფეროთი არიან დაინტერესებულები.
დუტას პირველი ქორწინებიდან ჰყავს უფროსი ქალიშვილი, მარიამი, ის გერმანიაში ცხოვრობს და მამის პროფესიულ გზას აგრძელებს.
დუტა სხირტლაძის ქალიშვილი ნინი დაქორწინდა




