LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ძალიან დიდი უსამართლობაა, დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის!  ის ჩვენ შორის რომ არ დააბიჯებს, ესეც დიდი ტკივილია!“

245
გიორგი კალანდია და დუდუ დადიანი

ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კალანდია კალათბურთელ დუდუ დადიანს იხსენებს და ამბობს, რომ მისი გარდაცვალება დიდი უსამართლობა იყო:

„ძალიან დიდი უსამართლობაა, დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის!  ის ჩვენ შორის რომ არ დააბიჯებს, ესეც დიდი ტკივილია! საჯიშე ქართველი, რომელიც ქვეყნის, საზოგადოების გამორჩეული სახე იყო! ეს დღეებია დუდუ ხშირად მახსენდება და ძალიან გული მწყდება, რომ მისი ოქროსფერი სახე, ცისფერი თვალები და განუმეორებელი კეთილშობილება ჩვენ შორის არ ანათებს. ღმერთმა აცხონოს დუდუ დადიანი იქ, სადაც არის! მახსოვს, ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მისი ნივთები, ფოტოები, სპორტული სამოსი და ბლოკნოტიც კი შევაგროვე და ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადავეცი, ეს სიძველესაცავი ინახავს ახლა მის ხსოვნას საუკუნოდ…“

ვიდეო: “ლევან II დადიანს შეუყვარდა საკუთარი ბიცოლა, მეუღლეს მოაჭრა ცხვირი, ღალატში დასდო ბრალი, გააძევა აფხაზეთში – ხოლო ბიცოლა დედოფლად დასვა”: გიორგი კალანდია

ვიდეო: “მრცხვენია ამის, მაგრამ მე ძალიან შემეშინდა…რამდენი წელი გავიდა და ახლაც მიჭირს ამაზე საუბარი” – გიორგი კალანდია

ვიდეო: “მე და დედა პურს ვიპარავდით – ჩვენ ვიყავით ადამიანები და გვშიოდა…ჩემი და მარტოა თბილისში და მხედრიონი ცდილობს სახლში შეაღწიოს” – გიორგი კალანდია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები