ავტომობილების ძარები ტილოდ არაერთ ხელოვანს გადაუქცევია. როგორც წესი, არტ-ქარები მწარმოებლებისა და ცნობილი ხელოვანების თანამშრომლობის შედეგად წარმოიქმნება ხოლმე. მსგავსი პროექტების მიზანი შესაძლოა იყოს წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენის გახსენება ან სამომავლოდ დაგეგმილი არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონისძიების ანონსი.
ასეა თუ ისე, საავტომობილო კომპანიები თავისი პროდუქციის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდას ცდილობენ. გარდა ამისა, რიგ შემთხვევაში მანქანებს ხელოვნების შედევრებად მეპატრონეთა სურვილით აქცევენ – ისევ და ისევ ნიჭიერი ადამიანების დახმარებით.