პროდიუსერი, კახი მამულაშვილი ლელა წურწუმიას მომხიბვლელ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ბათუმში უკვე გამოიდარა, შესაბამისად ყველას ელოდება 13 ივლისს „სოჰოში“ დაგეგმილ კონცერტზე:
„აბა , ბედნიერი დღე ყველას, ამინდი ბათუმში გაფანტულია
13 ივლისს გელით სოჰოში“ – წერს კახი მამულაშვილი.
დახვეწილი და გემოვნებიანი მომღერლის ფოტოებს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ ლელა როგორც ყოველთვის ულამაზესია:
„ძალიან ტკბილი გოგონაა“ – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელსაც მამულიჩა პასუხობს, რომ ლელა მართლაც შოკოლადივით ტკბილია.
აბა , ბედნიერი დღე ყველას👌 ამინდი ბათუმში გაფანტულია 13 ივლისს გელით სოჰოში👌. Lela Tsurtsumia&Chveni ბენდი
Posted by Kakhi Mamulashvili on ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024