კომპანია BMW-მ ახალი თიზერი გაავრცელა და მომავალი ელექტრონული მოდელის დეტალებზე ისაუბრა. მწარმოებელმა დაადასტურა, რომ მოდელი i7-ის სვლის მარაგი 580-610 კილომეტრია. სიახლე ჰიბრიდი XM Conecpt-ის სტილში შესრულებულ დიზაინს მიიღებს, უკან მსხდომი მგზავრებისთვის გასართობი სისტემები იქნება დამონტაჟებული და იქვე განთავსდება – BMW Theatre Screen, 31 დუიმიანი ეკრანი.
BMW i7-ის ფოტოები კამუფლაჟით ჯერ კიდევ გასული წლის ზამთარში გავრცელდა, მაშინ ელექტროქარის პროტოტიპი ცდებს შვედეთში გადიოდა. ამჯერად კი წინა ნაწილის დიზაინი და ინტერიერის რამდენიმე დეტალი გასაჯაროვდა.
უკანა სავარძლების თავზე, ჭერზე 31 დუიმიანი ეკრანია დამონტაჟებული და ფილმის ყურება კომფორტულადაა შესაძლებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ინოვაციური სისტემა ავტომობილს მოძრავ კინოთეატრად აქცევს.