LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ელექტროქარმა Mercedes-Benz Vision AVTR აზრების კითხვა ისწავლა

65
mecedesbenz

კომპანია Mercedes-Benz–მა მიუნხენში უახლესი ტექნოლოგიური მიღწევა წარადგინა – მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ავტომობილის მართვაა შესაძლებელი, თანაც ხელების გამოყენების გარეშე.

მოწყობილობის შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის ელექტრონული კონცეპ–ქარი Vision AVTR გამოიყენეს. ჯერ კიდევ 2020 წელს წარდგენილმა ავტომობილმა ტექნოლოგია BCI–ის მეშვეობით მძღოლის ფიქრების წაკითხვა შეძლო.

Vision AVTR–ს მოწყობილობათა ეკრანზე გამოდის რამდენიმე მანათობელი ღილაკი, რომელიც კონკრეტულ ფუნქციასთანაა დაკავშირებული. მოწყობილობა BCI ამ დროს მძღოლს კეფაზე აქვს დამაგრებული და ტვინის აქტივობას რეალურ დროში აფიქსირებს.

ამ გზით ხელოვნური ინტელექტი იგებს, თუ რომელი ღილაკისკენაა ადამიანის ყურადღება მიმართული და ავტომობილის შესაბამის ფუნქციას რთავს. ზუსტად თუ რა ფუნქციების აქტივაციაა შესაძლებელი „ფიქრის ძალით“, არ ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g