“ტესლას” დამფუძნებლის,ბიზნესმენის, გამომგონებლის, ელონ მასკის დედა, მაია, თავადაც არანაკლებ ცნობილი ქალბატონი გახლავთ. მოდელი 50 წლის განმავლობაში პრესტიჟული გამოცემების ფურცლებსს ამშვენებდა და ძალიან წარმატებული კარიერაც ჰქონდა. 72 წლის მაიას მიერ გამოცემული წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. როგორც ცნობილია, ელონ მასკის დედას აქვს სურვილი, ის ქართულადაც ითაგრმნოს.
ახლახან მაია მასკი ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილი კაბით გამოჩნდა. ერთ-ერთ ფოტოში მას ანუკი არეშიძის ერთ-ერთი კოლექციიდან ვარდისფერი კაბა აცვია, რომელიც, უნდა აღინიშნოს, ლამაზმა ქალბატონმა ძალიან მოიხდონა.
ფოტო ანუკი არეშიძემ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გააზიარა.