ოკლენდის რაიონში მდებარე სახლი, რომელშიც ჰიპ-ჰოპ არტისტი, ემინემი 2003-2017 წლებში ცხოვრობდა, 3,75 მილიონ დოლარად იყიდება. აღსანიშნავია, რომ ის რეპერმა სამი წლის წინ, 1,9 მილიონ დოლარად გაყიდა, ახალი მფლობელი კი, რომლის ვინაობაც უცნობია მას 3,75 მილიონად ყიდის.
ემინემის ყოფილი სახლი საკმაოდ დახვეწილ, კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. 24 281 კვ.მ. მიწაზე აშენებულ 2 183 კვ.მ. ფართობის მქონე სახლში 6 საძინებელი, 7 სააბაზანო ოთახი, უზარმაზარი სამზარეულო, კაბინეტი და სპორტ-დარბაზია განთავსებული, ეზოში კი ხელოვნური ტბა, ღია საცურაო აუზი, ჯაკუზი და ჩოგბურთის კორტი დაგხვდებათ.