ევა ბარბაქაძე დედის, შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული იუბილედან ულამაზეს კადრებს გვიზიარებს.
დედა-შვილი ერთმანეთზე ლამაზები არიან და თეთრ კაბებში შეუდარებლად გამოიყურებიან.
„საოცარი სილამაზის დედა-შვილი. იბედნიერეთ მუდამ“…„ერთმანეთზე ლამაზი დედა-შვილი ხართ, უდიდეს ბედნიერებას იმსახურებთ“.
შორენა ბეგაშვილი 8 ივლისს იყო იუბილარი და დაბადების დღე სახლში, მეგობრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა. სტუმრებს შორის ცნობილი ადამიანებიც იყვნენ, როგორებიც არიან მომღერლები ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი და სხვები.
ვიდეო: შორენა ბეგაშვილ იუბილარია – როგორ მიულოცა ევა ბარბაქაძემ დედას დაბადების დღე