50 წლის იუან მაკგრეგორი მეხუთე შვილის მამა გახდა. მას და მის მეგობარ გოგოს, 36 წლის მერი ელიზაბეტ უინსტედს ვაჟი შეეძინათ. ამის შესახებ ცნობილი მაკგრეგორის 25 წლის ქალიშვილის, კლარას სოციალური ქსელიდან გახდა. გოგონამ ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.
„კეთილი იყოს შენი მოვლენა ამ სამყაროში უმცროსო ძამიკო, ეს უდიდესი საჩუქარია“, – წერს გოგონა.
ცნობისთვის, მერი ელიზაბეტ უინსტედის ორსულობის შესახებ ცნობილი არაფერი იყო. წყვილი პირად ცხოვრებაზე არასდროს საუბრობს და პაპარაცების ობიექტივში მოხვედრისგან თავს მაქსიმალურად იკავებს.