ქართველი მოდელის, ეთო მიგრიაულის მორიგი წარმატების შესახებ მოგიყვებით – გოგონა, რომელსაც აქამდეც არაერთი საინტერესო კონტრაქტი ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთან, ამჯერად ალესანდრო მიკელეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ის „გუჩის“ საკრუიზო კოლექციის ჩვენებისთვის შეარჩიეს.
ეთომ გუშინ გამართულ 2023 წლის კოლექციის ჩვენებაზე გაიბრწყინა. მან მოკლე გამჭვირვალე კაბა და ფართო სათვალე მოირგო და პოდიუმზე თავდაჯერებული გამოვიდა.
ეთო საქართველოში სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსთან“ მუშაობს.
ფოტო: ეთო მიგრიაული იტალიური ELLE-ის გარეკანზე