ფლორიდას პოლიციას აშშ-ში ყველაზე მაგარი საპატრულო მანქანა ეყოლება. საპატრულო პოლიციამ Chevrolet Corvette C8 Stingray, 2023 წლის გამოშვება მიიღო. პოლიციამ თავის ოფიციალურ ექაუნთში აღნიშნა, რომ როდსტერი გადასახადთა გადამხდელთა ფულით არ არის ნაყიდი და ნარკოტიკებით მოვაჭრეს ჩამოართვეს. ეფექტურ სუპერქარს საგზაო მოძრაობის წესების დაცვის პროპაგანდისთვის გამოიყენებენ და ასევე ჩართავენ საგანმანათლებლო ღონისძიებებშიც.
სამართალდამცავებს შეხვდათ მოდელი პაკეტი 70th Anniversary-ით, რომელიც 6,2 ლიტრის 497 სიმძლავრის აგრეგატითაა უზრუნველყოფილი და მშვენივრად გამოიყურება.



