LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ფორდის“ ელექტრო-პიკაპი პოლიციის სამსახურში გამოჩნდა

212
ford

ბრენდი Ford, რომელიც სამსახურებრივი ავტომობილების უდიდეს მიმწოდებლად ითვლება, ცდილობს რომ სამართალდამცავთა მუშაობის სპეციფიკას თითქმის ყველა ავტომობილი მოარგოს. გამონაკლისი არ ყოფილა არც პირველი ელექტრონული პიკაპი Ford F-150 Lightning, რომლის საპატრულო ვერსიაც შეიქმნა.

პოლიციის ვერსია არამხოლოდ ძარის შავ-თეთრი შეფერილობით, არამედ შედარებით მასიური ბამპერითაცაა გამორჩეული. სალონში განსხვავებული ზომის სავარძლები განთავსდა, რათა პოლიციელი მთელი თავისი აღჭურვილობით კომფორტულად მოეწყოს. თუ არ ჩავთვლით ამ და სხვა ვიზუალურ სიახლეებს, მოდელს ტექნიკურ ნაწილში ცვლილებები თითქმის არ ჰქონია.

პოლიციას 458 ძალის აგრეგატის მქონე მოდელი შესთავაზეს და სვლის მარაგი 370 კილომეტრს შეადგენს. არის ასევე 588 ძალიანი ვერსიაც, რომელიც ერთი დამუხტვით 510 კმ-ს გადის. ყველა პიკაპი მძღოლის დამხმარე საფირმო ასისტენტებითაა აღჭურვილი  და Ford-ის ონლაინ პლატფორმასთანაა დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები