როცა 22 ნოემბერს ილონ მასკმა საზოგადოებას უცნაური ელექტრო–პიკაპი წარუდგინა – ყველა გაოგნებული დატოვა. მოდელის განხილვა დღემდე არ წყდება, შეიქმნა უამრავი მიმი თუ ხუმრობა, მოძებნეს მისი ანალოგები და ა.შ.
ექსპერტთა ერთმა ჯგუფმა კი იმაზე დაიწყო ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მასკისა და მისი დიზაინერების შთაგონების წყარო.
აღმოჩნდა, რომ „ტესლა“ ერთადერთი არ არის და წარსულში ბევრი მსგავსი მანქანა შექმნილა. წარმოდგენილ ფოტორეპორტაჟში ის მოდელები გააერთიანეს, რომლებიც Cybertruck–ს არამხოლოდ ვიზუალურად გვანან, არამედ დაახლოებით მსგავსი კონსტრუქცია და კონცეფციაც აქვთ.