Rolls-Royce-ის პროდუქციას მასობრივს ვერ ვუწოდებთ და საქმე მხოლოდ ფასში არ არის. ლეგენდარული ფირმის სტანდარტული მოდელებიც კი გასაოცარია ინჟინერთა გადაწყვეტილებებით, დიზაინერული ქმნილებებით და ფუფუნების უმაღლესი დონით. თუმცა, პოტენციურ მყიდველთა მოთხოვნებიც, რომლებსაც არც თუ ისე იაფფასიანი ავტომობილის შეძენა შეუძლიათ, საშუალო სტატისტიკურ მომხმარებელთაგან განსხვავებულია.
იმისათვის, რომ „მასისგან“ გამორჩეულები იყვნენ, ასეთი კლიენტები სპეც-ვერსიებს ყიდულობენ და მართლაც უნიკალურ ეგზემპლარებს უკვეთენ. თავად მწარმოებელი ასეთი ადამიანების სურვილების დაკმაყოფილებას დიდი სიამოვნებით ცდილობს და თავისი მანქანების უნიკალურ ვერსიებს ქმნის.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვეში, რამდენიმე საინტერესო პროექტის პრეზენტაცია შედგა.