Youtube არხზე Restored გამოაქვეყნეს ვიდეო რგოლი, რომლის ავტორებმაც უღრან ტყეში 1959 წლის საკულტო BMW Isetta იპოვეს. უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში მინიატიურული ავტომობილი ერთადერთი კარით, ხეებს შორის ლპებოდა.
მიუხედავად საკმაოდ ცუდი მდგომარეობისა, ბლოგერებმა ბავარიულ კლასიკას სიცოცხლე დაუბრუნეს და გზაზეც გამოიყვანეს. მანქანამ 70 კმ/სთ სიჩქარის განვითარებაც კი შეძლო.
BMW Isetta-ს ერთადერთი წინა კარი აქვს, რომელზეც საქარე მინაა განთავსებული. მიუხედავად უჩვეულო დიზაინისა, სწორედ ეს მანქანა დაეხმარა ბავარიულ ბრენდს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადარჩენილიყო. ავტომობილი 298 კუბური მეტრის მოცულობის ძრავითაა აღჭურვილი და 12 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.