LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: გარუჯული ნიკოლ კიდმანი თინეიჯერულ საცურაო კოსტიუმში

295
23290170-0-image-m-43-1578797416432

51 წლის ნიკოლ კიდმანი თავისი შეუდარებელი სხეულის დემონსტრირებას ახდენს. მას შემდეგ რაც, მსახიობი და მისი მეუღლე, კიტ ურბანი “ოქროს გლობუსის” დაჯილდოებიოს ცერემონიალზე, წითელ ხალიჩაზე დასეირნობდა,  წყვილი პაპარაცებმა  სანაპიროზე შენიშნეს.

როდესაც რამდენიმე სანტიმეტრიც გადამწყვეტია - კიტ ურბანი პლათფორმიანი ფეხსაცმლით

კიტ ურბანმა დაჯილდოებისთვის პლათფორმა-ფეხსაცმელი აირჩია, რათა მეუღლესთან მისი სიმაღლეში სხვაობა დიდად თვალშისაცემი არ ყოფილყო.

ვარსკვლავი ლურჯ საცურაო კოსტიუმში შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბიკინის დიზაინი ზედმეტად ბავშვური იყო.

ოსკაროსანი მსახიობი ცნობილია თავისი ღია ფერის კანით, ამიტომ ის მზეზე მუდამ ქუდს ატარებს, თუმცა ეს დღე აშკარად გამონაკლისი იყო, კიდმანს სახეზე რუჯი ჰქონდა და ის მას საოცრად უხდებოდა. მსახიობს ოქროს სამაჯური და მეუღლის ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი ამშვენებდა, რაც შეეხება მის მეუღლეს, კიტ ურბანს ის როგორც ყოველთვის, ნიკოლის ჩრდილ ქვეშ იმყოფებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები