ბრიტნი სპირსმა პანდემიის პერიოდი კალიფორნიაში, ვენტურას ოლქში მდებარე სახლში გაატარა. ვილა ბრიტნიმ 2015 წელს 7,4 მილიონ დოლარად შეიძინა. სახლში, რომელიც 1232 კვადრატული მეტრი ფართობის მიწაზეა აშენებული 5 საძინებელი, 8 სააბაზანო, ლიფტი, სახლის კინოთეატრი, სპოტდარბაზი, ღვინის მარანი ღია საცურაო აუზი, გოლფის მოედანი და ჩოგბურთის კორტი მდებარეობს. ფანჯრებიდან მთებზე შესანიშნავი პანორამული ხედი იშლება.