საფეხბურთო კლუბ „ვალენსიას“ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შეყვარებულია.
მისი რჩეული ულამაზესი გოგონა ელენე ეპიტაშვილია.
გოგონას ფოტოს sportline.ge ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ელენე ეპიტაშვილი ნოდიკო ტატიშვილის ერთ-ერთ კლიპში მონაწილეობს.
ნოდიკო ტატიშვილი fortuna.ge-სთან ინტერვიუში ელენეს შესახებ ამბობდა:
„სიმღერა ცისფერთვალება გოგონას ეძღვნება, ჩვენ კი, კლიპში აუცილებლად ჟღალთმიანი ცისფერთვალება გოგონას გადაღება გვინდოდა, ამიტომ ძალიან დიდხანს ვეძებეთ და საბოლოოდ როგორც იქნა ულამაზესი მოდელი ელენე ეპიტაშვილი ვიპოვეთ…“