Google-მა ონლაინ ღონისძიებაზე ახალი სმარტფონი, Pixel 5A წარადგინა. მისი გაყიდვა მიმდინარე წლის 26 აგვისტოდან დაიწყება. მისსი ფასი 449 აშშ დოლარია.
Google Pixel 5A-ს 6,34-დუიმიანი OLED ეკრანი აქვს და 5G მხარდაჭერით სარგებლობს. სმარტფონის ოპერატიული მეხსიერება 6GB-ია, შიდა მეხსიერება კი 128GB.
რაც შეეხება მობილური მოწყობილობის ელემენტის ტევადობას, ის 4680mAh-ს შეადგენს. Pixel 5A წყალგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული.