LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჰელოუინი 2024 – ყველაზე დასამახსოვრებელი კოსტიუმები

192
d95ab168fdc7-celebrity-halloween

31 ოქტომბერი – ეს ის დღეა, როდესაც შეგვიძლია ყველამ ის როლი მოვირგოთ, რომელიც გვსურს. დასავლური ტრადიციით, სწორედ ამ დღეს აღინიშნება ,,ჰელოუინი”, რომელიც კოსტიუმირებული წვეულებებითა და სხავასხვა აქტივობით ხასიათდება.

ყველასთვის ცნობილია, რომ ყოველწლიურად ამ დღესასწაულისთვის ვარსკვლავები განსაკუთრებულად ემზადებიან. ისინი თავს არ ზოგავენ იმისთვის, რომ ტრანსფორმაცია განიცადონ, მათი კოსტიუმი კი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყოს. ცნობილი სახეების უმრავლესობა ყველანაირად ცდილობს, სამუდამოდ ჩაეწეროს Halloween-ის ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთს ეს კარგად გამოსდის, ზოგი დაცინვის ობიექტი ხდება, ზოგიც შემზარავ ემოციებს იწვევს.

წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც, სელებრითები საკულტო ფილმებისა თუ კომიქსების გმირებად, სხვადასხვა ისტორიულ პერსონაჟად თუ წარმოუდგენელ არსებებად და ნივთებად გარდაისახნენ.

სელენა გომესი და მისი ბოიფრენდი, ბენი ბლანკო Alice in Wonderland-ის გმირებად მოგვევლინნენ, ელისად იქცა ეივა მექსიც. სოფი ტერნერი ფრენჩაიზის – ,,მატრიცა” ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, თრინითი გახდა, ხოლო აისი სფაისი ,,მეხუთე ელემენტის” ლილუდ გარდაიქმნა.

გთავაზობთ 2024 წლის ჰელოუინის ყველაზე დასამახსოვრებელ კოსტიუმებს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები