LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Hyundai–მ შექმნა მოდური კროსოვერი, რომელმაც განსხვავებული მულტიმედია მიიღო

144
ix35hnd

კომპანია Hyundai–მ გლობალური ix35 ჩინური ბაზრისთვის განაახლა. კროსოვერმა მშვენიერი მოდური ვიზუალი მიიღო, სალონში ახალი ვერტიკალური ეკრანის მქონე მულტიმედია და ვირტუალური პანელი გაჩნდა. ცვლილებები არ შეეხო ტექნიკურ შიგთავსს, ასე რომ ექსპერტები ფასის დიდად მატებას არ ელიან.

Hyundai–ს დიზაინერებმა ix35–ის ექსტერიერზე სერიოზულად იმუშავებს და განახლებულ კროსოვერში 2017 წლის მოდელის ცნობა თითქმის შეუძლებელია. ფარები თითქოს რადიატორის ბადეშია ინტეგრირებული, უკანა განათება კი დიოდის ხაზებს ერწყმის. Ix35–ის სიგრძე გლობალური Hyundai Tucson–ის ზომებს დაეწია და 4500 მმ–ს მიაღწია.

სალონი მოდური ტენდენციების გათვალისწინებით განახლდა და განსხვავებული და თან ძალიან ტრენდული გამოვიდა.

ტექნიკური ცვლილებები კი მხოლოდ ელექტრონული ასისტენტების მომრავლებას შეეხო. მაგალითად, გაჩნდა ავტომატურად დამუხრუჭების სისტემა, ბრმა ზონების კონტროლის სისტემა, ადაპტირებული კრუიზ–კონტროლი და წრიული დაკვირვების კამერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g