ტოკიოში მცხოვრებმა დიზაინერმა, სამგანზომილებიანი პრინტერის საშუალებით, ადამიანის სახის გამოსახულებიანი რეალისტური ნიღბები დაამზადა. ნიღბის ნამდვილი ადამიანის სახისგან გარჩევა პრაქტიკულად შეუძებელია.
ახალი პროდუქტი მსოფლიოს ბაზარზე პირველია, მისი გაყიდვაში ჩაშვება მომდევნო წლიდან იგეგმება. ნიღბის ფასი 950 დოლარი იქნება.
დიზაინერი შუჰეი ოკავარა ამბობს, რომ საკუთარი კოლექციისთვის ეტაპობრივად ახალი ნიღბების დამატებასაც აპირებს, რომელთა შესაქმნელადაც ის არა მხოლოდ იაპონელი ადამიანების, არამედ სხვა ქვეყნის წარმომადგენლების სახეების გამოყენებას გეგმავს.