UFC-ს ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია და მისი საყვარელი ქალი, ჯორჯინა უზკატეგუი ახლახან დაქორწინდნენ. მათ ოჯახურ წრეში ხელი მოაწერეს.
ჯორჯინამ მეგობრის მიერ გადაღებული ფოტო „ინსტაგრამის“ გამომწერებს გაუზიარა და დაწერა:
„ულამაზესი დღე… დიდი მადლობა ყველას, ვინც მოვიდა დიდი სიყვარულით, ჩვენთან ერთად ამ შესანიშნავი დღის გასაზიარებლად. ყველაფერი ძალიან განსაკუთრებული იყო“, დაწერა ილიას მეორე ნახევარმა.