LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი დეკლან რაისი „ბარბერის“ ჩვენებაზე შეუდარებელი იყო

142
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი დეკლან რაისი „ბარბერის“ ჩვენებაზე შეუდარებელი იყო

მოდის კვირეულს ლონდონში, ამჯერად ემირეიტსის სტადიონმა უმასპინძლა. ამ დღის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა „ბარბერის“ მოდის სახლის მიერ წარმოდგენილი კოლექცია, რომელიც სპორტის ვარსკვლავებმა აჩვენეს. მათ შორის ყველაზე ეფექტური გამოდგა კლუბ „არსენალის“ ვარსკვლავისა და ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველის, დეკლან რაისის გამოსვლა, რომელიც პოდიუმზე ნამდვილ მოდელს ჰგავდა.

დეკლან რაისი პოდიუმზე შავი პიჯაკითა და შარვლით გამოვიდა, პიჯაკს ღილების ნაცვლად ბაფთა ჰქონდა, რომელიც შემკვრელ როლს ასრულებდა. საბოლოოდ კი, ანსამბლს თეთრი ბაფთა ასრულებდა, რომელიც შარვალთან ჩამოდიოდა. პოდიუმზე სადებიუტო გამოსვლის შემდეგ, დეკლან რაისმა მაყურებელთა რიგებში გადაინაცვლა, სადაც ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებიც იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g