ირინა შეიკი და მისი ქალიშვილი, 3 წლის ლეა პაპარაცების საყვარელი ობიექტები არიან. ვარსკვლავური დედა-შვილი ნიუ-იორკის ქუჩებში ხშირად ჩნდება. ამჯერად შეიკმა ლეა ყოფილ მეუღლეს, ბრედლი კუპერს მიუყვანა, თავად კი სილამაზის სალონისკენ მარტო გაემართა, სადაც თმის ვარსხნლობა შეიცვალა.
როგორც ჩანს, ნიუ-იორკში სუსხიანი დღეები დაიწყო. დედა-შვილს უკვე თბილი ტანისამოსი ეცვა. 34 წლის მოდელმა არჩევანი Moschino-ს კოსტიუმზე შეაჩერა და ლურჯ შარვალსა და პიჯაკს მუქი ლურჯი დუტის ქურთუკი შეუხამა. 3 წლის გოგონას კი ვარდისფერი პალტო და ამავე ფერის უგები ამშვენებდა.