დიდი ხანია მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი არტისტის, გორდონ მეთიუ ტომას სამნერის შესახებ არაფერი გვსმენია. „სტინგი“ პაპარაცების ობიექტივში საკმაოდ იშვიათად ხვდება. თუმცა ახლახან, 70 წლის ვარსკვლავი ნიუ-იორკში გადაიღეს. საკულტო კომპოზიციის, The English Man ავტორი და შემსრულებელი კვლავ საოცრად ელეგანტურად გამოიყურება.
არტისტი მაშინ გადაიღეს, როდესაც ნიუ-იორკის ქუჩებში მარტო სეირნობდა. ის პაპარაცებს უღიმოდა და გულშემატკივრებს გულითად სალამს აძლევდა. 70 წლის მუსიკოსს მოდური ტყავის „თრენჩი“ ამშვენებდა.
ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, მისი გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ სტინგი სრულებით არ შეცვლილა.
„ის არ ბერდება“, „წლები საერთოდ არ ეტყობა“, „ბრწყინვალედ გამოიყურება“, – წერენ კომენტარებში.