LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ის ჩემი ქალიშვილია“ – ნაომი კემპბელმა ქალიშვილთან ერთად „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა

637
page

გასული წლის გაზაფხულზე ტოპ-მოდელი, 51 წლის ნაომი კემპბელი დედა პირველად გახდა, მას სუროგატი დედის მეშვეობით ქალიშვილი შეეძინა. მას შემდეგ  ტაბლოიდები მაქსიმალურად ცდილობენ რაიმე სიახლე გაიგონ მისი შვილისა და ბავშვის მამის შესახებ, თუმცა კემპბელი დუმილის უფლებას ინარჩუნებს.

„ის უკვე დამოუკიდებელია“ – ნაომი კემპბელი ქალიშვილზე პირველად ალაპარაკდა

„ბობ მარლის ვუსმენდი“ – ნაომი კემპბელი ქალიშვილის დაბადების მომენტს იხსენებს

სულ ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა მოდელმა ქალიშვილი გამოაჩინა, მან  ბრიტანელი „ვოგის“ ნომერი დაამშვენა,  ფოტოსესიაში ქალიშვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა და მის შესახებ  გულახდილად ისაუბრა.

„ბევრ ჰგონია, რომ ის აყვანილია, მაგრამ არა, ის ჩემი ქალიშვილია. ის ყველაზე საოცარი რამაა ჩემს ცხოვრებაში. ძალიან საყვარელი გოგონაა, ძალიან უყვარს ძილი, იშვიათად ტირის და ალბათ მალე საუბარსაც დაიწყებს“, – აცხადებს ბედნიერი დედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები