LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იტალიელებმა Chevrolet Corvette  715 ძალის ჰიპერქარად გადააქციეს

242
shcevroletcorvetnes20911

იტალიურმა ატელიე Ares Design–მა მოდელი Ares.S წარადგინა. ჰიპერქარი Chevrolet Corvette–ის ბაზაზეა აგებული და 715 ცხენის ძალამდეა ფორსირებული.

მოდენაში დაფუძნებული Ares Design ცნობილია ისეთი პროექტით როგორიცაა –  Legends Reborn, რაც კლასიკური მოდელებისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებას გულისხმობს. პროექტის პირველი შედევრი გახდა Panther ProgettoUno, რომელიც Lamborghini Huracan–ის ბაზაზე აიგო და De Tomaso Pantera–ს სტილში შესრულდა.

რაც შეეხება ატელიეს ბოლო ქმნილებას, Corvette–მა 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავი მიიღო და აგრეგატი 715 ცხენის ძალამდეა ფორსირებული.

იტალიელები გეგმავენ, რომ შემდეგი 2 წლის განმავლობაში ჰიპერქარად 24 „კორვეტი“ გადააქციონ. თითოეული ეგზემპალრის ღირებულება 500 ათასი ევრო იქნება. შედარებისთვის, ჩვეულებრივი Stingray–ს ფასი 10–ჯერ ნაკლები, მხოლოდ 58 900 დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g