ცნობილი ატელიეს Zagato–ს და Aston Martin–ის მრავალწიანი მეგობრობის ისტორია ნამდვილად შთამბეჭდავია. მოდის სამყაროში იტალიურ სტილს ბრიტანულს ხშირად უპირისპირებენ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საუბარი მამაკაცის კოსტუმზეა.
საავტომობილო სამყაროშიც ზუსტად იდენტური სიტუაციაა, ინგლისისა და იტალიის ნაციონალური სკოლები ერთმანეთს არაფრით გავს. პირველი Aston Martin Zagato იმისთვის შეიქმნა, რომ Ferrari ადგილზე მოესვა, თუმცა მოდელმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა რომ მილიონერთა საყვარელ სპორტქარად იქცა.
შესაბამისად, ორი ბრენდის თანამშრომლობა გაგრძელდა და არაერთი საინტერესო ავტომობილი შეიქმნა.