LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იყიდება „ბეტმობილი“, რომლითაც გადაადგილება ჩვეულებრივ გზებზე შეიძლება

392
batmobile20323245

დიდ ბრიტანეთში აუქციონის სახლმა Bonhams გასაყიდად ტიმ ბარტონის ლეგენდარული ფილმის „ბეტმენის“ ავტომობილი გამოიტანა. Ford Mustang–ის ბაზაზე აგებული სუპერგმირის „ბეტმობილის“ შეძენა 30 ათას ფუნტ სტერლინგადაა შესაძლებელი.

„ბეტმობილი“ ბრიტანული ატელიეს ინჟინერებმა 2016 წელს ააგეს. პროექტის საფუძვლად 1965 წლის Ford Mustang იქცა. სუპერგმირის ავტომობილის რეპლიკის შესაქმნელად სპეციალისტებმა მანქანას მთელი რიგი დეტალები დაუმატეს.

სალონში ტუნერებმა ორი სპორტული სავარძელი დადგეს, პანელზე კი უამრავი ღილაკი და გადამცემი გაჩნდა, რა თქმა უნდა, ეს დეტალები მხოლოდ დეკორაციულ ფუნქციას ასრულებს.

„ბეტმობილი“ მოძრაობაში 5,7 ლიტრის მოცულობის V8 ძრავს მოყავს და აგრეგატი მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

7 მეტრის სიგრძის სუპერმგირის ავტომობილის გარბენი უცნობია, თუმცა შესაძლოა ოდომეტრი საერთოდ 0–ს აჩვენებდეს, რადგან მანქანა აგებისთანავე ბრიტანეთის საავტომობილო მუზეუმმა შეიძინა და მთელი ეს დრო ის ერთ–ერთი ექსპონანტის სახით ინახებოდა. მუზეუმის დახურვის შემდეგ ავტომობილი გასაყიდად გამოიტანეს და მისი საწყისი ღირებულება 30 ათასი ფუნტი სტერლინგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები