ქსელში გავრცელდა კადრები მდიდრული ვილის, რომელიც მიჩიგანის შტატში მდებარეობს და ტყის მასივითაა გარშემორტყმული. 2004 წელს აშენებული კომპლექსი 9000 კვადრატულ მეტრს იკავებს. გარდა მთავარი სახლისა, მის ტერიტორიაზეა ნახევარი კილომეტრის სიგრძის მოტო-ტრასა, ასევე უნიკალური მიწისქვეშა ფარეხი, რომელიც სხვადასხვა ეპოქის ლეგენდარული ავტომობილებითაა სავსე.
სახლის ფასი ამ დროისთვის 5 მილიონი დოლარია.
ექსკლუზიური პარკინგი დასასვენებელი ზონით, გასახდელით, ასევე აბაზანითა და სამრეცხაოთია აღჭურვილი. მთავარ დარბაზში ძველი მფლობელი ავტომობილების უზარმაზარ კოლექციას ინახავს, კოლექციის დიდ ნაწილს სხვადასხვა თაობის ამერიკული მასლქარები შეადგენენ.
გარდა ამისა, ფარეხში არის რამდენიმე თანამედროვე სუპერქარი, რარიტეტული BMW და ძვირადღირებული მოტოციკლეტები.