LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯასტინ და ჰეილი ბიბერების მოდური გამოჩენა

206
page

ახლახან, ბევერლი-ლისზე ბრენდ Rhode-ის ღონისძიების „აფთერ-ფართი“ გაიმართა. წვეულებაზე უამრავი ვარსკვლავი გამოჩნდა, მათ შორის კენდალ და კაილი ჯენერები, ასევე ჯასტინ და ჰეილი ბიბერები. ეს უკანასკნელები Diddy-ის სკანდალის ფონზე, გასართობ ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდნენ.

ამ დღეს ჯასტინი ყოველდღიურ სამოსში იყო გამოწყობილი, რასაც ვერ ვიტყვით ჰეილიზე, მოდელი ნაცრისფერ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მის „ლუქს“ შინდისფერი ჰალსტუხი და ამავე ფერის ჩანთა ასრულებდა.

სხვათა შორის, სულ ცოტა ხნის წინ, დიდი მითქმა-მოთქმის ფონზე, 30 წლის ბიბერმა სოციალურ ქსელში, გარკვეული პაუზის შემდეგ, სტუდიიდან ფოტოების სერია გაავრცელა. როგორც ჩანს, არტისტი სიახლეებით ბრუნდება.

პირველი პოსტები Diddy-სთან სკანდალის შემდეგ – ნახეთ რა ფოტოებს ავრცელებს ჯასტინ ბიბერი

ფოტო/ვიდეო: დრამატული სახეები და და დუმილი – ჯასტინ და ჰეილი ბიბერები Diddy-ის სკანდალის შემდეგ პირველად გამოჩნდნენ – ახალი დეტალები

„ჯასტინი უკვე შესანიშნავი მამაა“ – რას ჰყვება ინსაიდერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები