ორი დღის წინ, მსოფლიომ „ჰელოუინის“ დღესასწაული იზეიმა. უამრავმა ვარსკვლავმა სხვადასხვა პერსონაჟის კოსტიუმი მოირგო. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული 51 წლის ჯენიფერ ლოპესი იყო. მან თავისი კერპის, ლეგენდარული პოპ-ვარსკვლავის, მადონას „ლუქი“ გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ მადონას ასეთივე კაბა 1984 წელს, საკულტო კლიპის, Like A Virgin დროს ეცვა.
თეთრი მაქმანებიანი კაბა, მარგალიტის ყელსაბამი და ხელთათმანები, – ჯეი ლო შესანიშნავ ფორმაში იყო. მისმა საქმრომ, ალექს როდრიგესმა კი ბრიუს სპრინგსტინის კოსტიუმი მოირგო. წყვილის ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა.