სკანდალური სასამართლო პროცესი განახლდა. ჯონი დეპი და ემბერ ჰარდი პროცესზე კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ახალი დეტალებიც გამოიკვეთა. ჰარდის ადვოკატის განცხადებით, 2015 წელს, დეპმა მეუღლეს გატეხილი ლიქიორის ბოთლი ჩაარტყა და მოკვლით დაემუქრა.
„მან ემბერი კედელთან მიაყენა და მას თავზე ბოთლებს ერთმანეთის მიყოლებით ამტვრევდა, შემდეგ კი იატაკზე, ნამტვრევებზე ათრია, დაემუქრა მოკვლით, უწოდა კახპა და უთხრა, რომ ის სძულს“, – ამბობს ადვოკატი, ამ დროს კი ჯონი უარყოფის ნიშნად თავს აქნევდა. დეპის წარმომადგენელმა ეს ინციდენტი კატეგორიულად უარყო.
„მე ჯონი მუდამ მიყვარდა“ – ემბერ ჰარდმა სასამართლოს განახლებამდე განცხადება გაავრცელა
რაც შეეხება სკანდალური წყვილის ჩაცმულობას, ემბერს ნაცრისფერი კოსტიუმი ეცვა, ჯონი კი ლურჯ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, მის „ლუქს“ კი თეთრი ჰალსტუხი ასრულებდა.
ჯეიმს ფრანკო ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის საქმეზე სასამართლოში დაიბარეს