LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯულია რობერტსის „მეგობრებში“ გამოჩენა მეთიუ პერის დამსახურებაა

213
page

როგორც ცნობილია, სერიალის „მეგობრები“ გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ, სპეციალური ეპოზოდი გამოვა. მაყურებელი მას სულმოუთქმელად ელის. ფილმის გადაღებებმა და შესაბამისად პრემიერამ კორონავირუსის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიწია. ახლახანს ინფორმაცია გავრცელდა, რომ ახალი ეპიზოდი უკვე გადაღებულია.

შოუს ერთ-ერთი შემქმნელის, კევინ ბრაითის თქმით, ჯულია რობერტსის სერიალში გამოჩენას მეთიუ პერის უნდა ვუმადლოდეთ, რადგან სწორედ მან დაითანხმა ჯულია პროექტში მონაწილეoბაზე. შეგახსენებთ, რობერტსმა 1996 წლის ორნაწილიან ეპიზოდში მიიღო მონაწილეობა და ჩენდლერ ბინგის სკოლის კლასელის როლი მოირგო.

ბოლო მონაცემებით, სერიალის პრემიერა  HBO Max-ზე  მარტში შედგება. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, თუ რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ სერიალის შემქმნელები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები