45 წლის მსახიობმა, შარლიზ ტერონმა გადაწყვიტა 6,4 მილიონი „ინსტაგრამ“-გამომწერის გახალისება და ფოტოკოლაჟი გაავრცელა, რითიც კაილი ჯენერს საჯაროდ დაცინა. შარლიზს წითელი ტუჩსაცხი არასწორად უსვია, ამით მსახიობმა კარდაშიანების კლანის წარმომადგენლის ტუჩის მოცულობის გაზრდის ხერხს გაუსვა ხაზი.
„ვინ ვინ არის?!“ – ასე დაასათაურა ფოტო ტერონმა.
აღნიშნული პოსტის შემდეგ, საზოგადოება სულმოუთქმელად ელოდა კაილი ჯენერის პასუხს და აი, მანაც არ დააყოვნა. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, კაილის იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა და დაცინვა-გაკრიტიკების ნაცვლად, მსახიობს სიცილისა და კოცნის „სმაილები“ დაუწერა.