52 წლის პოპ-მომღერალი, კაილი მინოუგი 46 წლის მუსიკოსზე, პოლ სოლომონზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ახლახანს გავრცელდა. ვარსკვლავური წყვილი ერთმანეთს 2018 წლიდან ხვდება.
„ისინი საოცრად აღელვებულები არიან“, – აცხადებს პოლის დედინაცვალი. მისი თქმით, როდესაც მან კაილი გაიცნო, ვარსკვლავმა მასზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა.
შეგახსენებთ, გასული წელი მინოუგისთვის საოცრად წარმატებული გამოდგა. მან ალბომით – Disco ბრიტანული მუსიკალური ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა. კაილი პირველი ქალი შემსრულბელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ათწლეულის ალბომით ჩარტების მოწინავე პოზიციების დაპყრობა შეძლო.