კახეთში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის სასტუმრო „მატიანი“ პირველ სტუმარს 2022 წლის ბოლომდე მიიღებს. პროექტს კომპანია „ვილა გოდოლი“ ახორციელებს, რომლის ხელმძღვანელმაც, გიორგი ქოჩლაძემ პროექტის დეტალებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, სასტუმროს დიზაინსა და ფასადზე კომპანია „სპექტრუმმა“ იმუშავა. გამოყენებულია ეთნიკური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მასალები შერჩეულია ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი, როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე ხასიათით.
როგორც გიორგი ქოჩლაძე განმარტავს, 55 ნომრიანი სასტუმრო თელავის რაიონის სოფელ რუისპირში გაიხსნება. პროექტის ღირებულება 15 მილიონი დოლარია.