კახი კალაძის მორიგი გამოჩენა თბილისის ქუჩებში – თბილისის მერმა ახლახან ქეთევან წამებულის გამზირი მოინახულა, სადაც რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. როგორც ყოველთვის, ახლაც, კახი კალაძემ მოდის მიმდევრებს იმედები არ გაუცრუა და შესანიშნავ ფორმაში წარდგა – მან ჯინსზე ტყავის ლოფერები და თეთრ მაისურზე ვარდისფერი შეფერილობის პულოვერი მოირგო. ფოტოები საკუთარი „ინსტაგრამის“ გვერდის გამომწერებს მალევე გაუზიარა.