ხატია ბუნიათიშვილი ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩის სტუმარი ბოლო წლებია, მუდმივად არის.
აღსანიშნავია, რომ ქართველი პიანისტი სამკაულების ცნობილი კომპანიის „კარტიეს“ ამბასადორია და წითელ ხალიჩაზე ყოველთვის ამ ბრენდის სამკაულები ამშვენებს.
წლევანდელი წელიც არ არის გამონაკლისი.
ხატია გვიზიარებს ვენეციის კინოფესტივალიდან კადრებს, სადაც შავ კაბაზე „კარტიეს“ ულამაზესი ყელსაბამი აქვს მორგებული. შავი კაბა ანუკი არეშიძეს ეკუთვნის.