LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Koenigsegg–მა 1727 ძალის „საოჯახო“ მეგაქარი შექმნა

147
34343435

შვედურმა ფირმა  Koenigsegg–მა ერთდროულად ორი ახალი მოდელი :  სწრაფი Jesko Absolut და ბრენდის ისტორიაში პირველი ოთხადგილიანი მეგაქარი Gemera წარადგინა. ავტომობილი ორი ლიტრის მოცულობის ბიტურბო სამიანითაა აღჭურვილი, სამი ელექტროძრავიც აქვს და არანორმალურ სიჩქარესაც ავითარებს.

„საოჯახო“Koenigsegg–ს ოთხი დასაჯდომი ადგილი და ორი საბარგული (წინ და უკან) აქვს. ძრავი ბიტურბო TFG 2.0–ის ბაზაზეა აწყობილი და სამცილინდრიანია.

„ტურბოსამიანს“ 608 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია, მთლიანობაში კი აგრეგატი 1727 ცხენის ძალაზეც ადის. Gemera–ს პირველი „ასეულის“ გასავითარებლად 1,9 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 400 კმ/სთ–ს შეადგენს.

და ბოლოს, სიახლე ბაზარზე 300 ეგზემპლარიანი ტირაჟით გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g