LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოტო-კონკურსზეა გასაშვები“ – რა ისტორია აქვს ფოტოს, რომელიც გოგა ხაჩიძემ გადაიღო

186
348571478_1629088587517986_490207643845301875_n

„ვინც ეს გადაიღო, ფოტოკონკურსზეა გასაშვები. ისეთივე “აიკონიკ” ფოტოდ გადაქცევის პოტენციალი აქვს, როგორც ნიუ იორკელი მუშები ცათამბჯენის ხარიხაზე რომ არიან დაკიდებული და სადილობენ“, – ასე შეაფასა ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ირკვევა ფოტო გოგა ხაჩიძემ გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

„ამ ფოტომ იმხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, სად? ვინ? როდის?… რომ მინდა მოვყვე:

დღეს, მოვდიოდი მანქანით, მარჯანიშვილის მიწისქვეშა კვეთაზე ჩავუარე ამ ამბავს, დავინახე თუ არა, ზუსტად მივხვდი რომ კარგი ფოტო გამოვიდოდა.

ცოტა მოშორებით გავაჩერე მანქანა, ფეხით სწრაფად მოვბრუნდი და დავიწყე გადაღება. როდესაც მივუახლოვდი 2 კადრი კიდევ გადავიღე და ვკითხე ფოტო გადაგიღეთ და პრობლემა ხომ არაათქო, თან ცერა თითის აწევით ვანიშნე – კარგი სცენაა მეთქი.

– არაა პრობლემა. გაიღიმე ფოტოს გვიღებსო, ფეხზე მდგომმა უთხრა ჩაცუცქულს და ისიც წამოიმართა და რა თქმა უნდა სრულად გაქრა ბუნებრიობა.

თუმცა ის ფოტო მანამდე მქონდა გადაღებული”, – წერს გოგა ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g