LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: კოსმოსში სასტუმროების მშენებლობა დაიწყეს – როცა სასტუმროს ნომრიდან მზის სისტემას ათვალიერებ

272
ipiccy_image

სასტუმროს ლამაზ ნომერში, მზის სისტემის ხედით გაღვიძება, შესაძლოა, მოგზაურობის მომავალი იყოს. საქმე ისაა, რომ კოსმოსში სასტუმროების მშენებლობა დაიწყეს.

როგორც CNN წერს, მომავლის პროექტს ამერიკული კომპანია ახორციელებს. სწორედ Orbital Assembly-მ კოსმოსში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო და მისი კონცეფციის დეტალებზეც ალაპარაკდა. წინასწარი მონაცემებით, სასტუმრო მბრუნავი ბორბლის ტიპის იქნება, რომელიც დედამიწის გარშემო იტრიალებს.

გავრცელებული ინფორმაციით, Orbital Assembly კოსმოსში 2 სასტუმროს ააშენებს. პირველი, სახელად „ვიოაჟერი“ –  400 სტუმარს დაიტევს და ის სავარაუდოდ, 2027 წელს გაიხსნება. რაც შეეხება მეორე პროექტს, მისი დასრულება 2025 წლისთვის იგეგმება და ის შედარებით მცირე ზომის იქნება, სულ რაღაც 28 ადამიანზე გათვლილი.

CNN

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები