ახლახან ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, კოტე სულამანიძემ პარიზში ცოლობა სთხოვა თავის რჩეულს, ირენ პილის.
წვეულებამ დიდ მხიარულებაში ჩაიარა – გოგონამ მეორე ნახევრისგან ზურმუხტით და ბრილიანტებით დამშვენებული ნიშნობის ბეჭედი მიიღო.
ირენ პილი უკრაინელია. გოგონა უდავო სილამაზით გამოირჩევა და „ინსტაგრამზე“ ხშირად დებს ფოტოებს, სადაც ჩანს მისი სიყვარული მდიდრული და დახვეწილი ცხოვრების მიმართ.
ირენი ხშირად იღებს კომპლიმენტებს საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით.
„ყველაზე ლამაზი“, სწერენ გოგონას.