პორტუგალიელ ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს საცოლემ ჯორჯინა როდრიგესმა Mercedes G-Class Brabus SUV უსახსოვრა. ფორვარდსაც ბევრი არ უფიქრია და საჩუქართან იპოზიორა, შემდეგ კი კადრი სოციალური ქსელით გაავრცელა.
ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 715 ათასი დოლარია და როდრიგესმა რონალდოს ის 2020 წლის თებერვალში, 35 წლის იუბილეზე აჩუქა. მოდელს სპეციალური მოდიფიკაცია ჩაუტარდა და ფეხბურთელთან დაგვიანებით სწორედ ამის გამო მოხვდა.