კრისტინა აგილერა ჟურნალის – Glamour აგვისტოს ნომრის სახეა. გამოცემის გარეკანზე, ექსტინა ივ სენ ლორანის თეთრი კაბითაა აღბეჭდილი. ფოტოსესიაში მონაწილეობა მან ასევე კიმ კარდაშიანის, რობერტო კავალისა და სხვა ბრენდებისა თუ მოდის სახლების ლუქებით მიიღო.
,,გლამურისთვის” მიცემულ ინტერვიუში, არტისტმა კარიერის განვლილი 25 წელი გაიხსენა, სადებიუტი სინგლის – Genie in a Bottle წარმატებაზე ისაუბრა და ექსკლუზიურად გაამხილა, რომ მეათე სტუდიურ ალბომზე მუშაობს. ამ დროისთვის, მომღერალმა ბოლო დისკი, 2022 წელს წარადგინა.
43 წლის ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა – დედობა და შვილები არიან.
24 აგვისტოს, კრისტინა აგილერას მუსიკალურ ასპარეზზე გამოჩენიდან, 25 წლის იუბილე აღინიშნება. 1999 წლის ამ დღეს გამოვიდა მისი სადებიუტო სტუდიური ალბომი – Christina Aguilera. მაშინ ის 18 წლის იყო.